ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრები ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატის პროგრამას ისმენენ. ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში აღმასკომის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წარუდგინა. როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ქევხიშვილმა განაცხადა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც.მისივე თქმით, აღმასკომის წევრებთან ძიუდოისტების ნაწილის პროტესტზე დღეს საუბარი არ იქნება.შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. ცირეკიძესთან ერთად მთელი სამწრვთნელო შტაბი გადადა.