დავით ქაცარავას ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

დავით ქაცარავას ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

2019-07-15 15:04:33+04:00

ანტისაოკუპაციო მოძრაობის " ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ- აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ქაცარავას თქმით, აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, უკავშირდება გუშინ დავით გარეჯში აზერბაიჯანელებს და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს. მისივე თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით გარეჯში პატრულირებას 7 მაისიდან დღემდე უწყვეტად ახორციელებს.