დავით ქაცარავას, რომელიც თანმხლებ მოხალისეებთან ერთად ბორჯომის ხეობაში მუშაობდა, ადგილის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ისინი მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდნენ. ამის შესახებ ქაცარავამ თავადვე ისაუბრა ფეისბუქ-ლაივის საშუალებით. ამასთან, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.
იხილეთ: დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს