საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი და დაიწყება დიალოგი აზერბაიჯანულ მხარესთან. მისი თქმით, მანამდე სამონასტრო კომპლექსზე წვდომა ისე, როგორც აქამდე, იქნება შესაძლებელი.
როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, დავით გარეჯის საკითხი ძალიან მგრძნობიარე თემაა ნებისმიერი ქართველისთვის და ქართულ მხარეს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან.