07:48
23 ოქტომბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი დამატებით გამოიკითხა
17-10-2020

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოიკითხა. აღნიშნულის შესახებ „palitranews“-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. დავით ხიდაშელმა გამოძიების კითხვებს გარკვეული პერიოდის წინაც უპასუხა. სწორედ დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

AutoPlay
ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები ქობულეთში და ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია - გია ვოლსკი "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშზე
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
NDI ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასების შემდგომ ეტაპს იწყებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ირაკლი კობახიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებსა და მედიის მუშაობას აფასებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს - ვახტანგ გომელაური
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები