დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ მას მორჩილებთან, რომლებიც ზემოთ იმყოფებიან აქვს კავშირი და მათი ინფორმაციით ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის. არქიმანდრიტი განვითარებულ მოვლენებს დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს და ამბობს, რომ რადგან ვიზიტი შეთანხმებული არ იყო აზერბაიჯანის მხარესთან, შესაძლოა, ეს სადამსჯელო რეაგირება იყო. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი.