აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" დავით გარეჯში მცხოვრებმა მამა ზვიადმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ჩიჩხიტურის კოშკზე გიდი იყო ასული, რომელმაც აღნიშნულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მამა ზვიადი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც აღნიშნულ ბილიკს ამაგრებს. მისივე განმარტებით, ბილიკის გამაგრების პროცედურას გუშინ, თვითონაც შეესწრო.