დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ განაცხადა, აღნიშნული ქმედება ვანდალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მისივე ინფორმაციით, ფრესკები ზედაპირულადაა დაზიანებული და შესაძლებელია მისი გამოსწორება ისე, რომ არ მოხდეს ფრესკის ზედაპრულ ფენასთან შეხება.