დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" დღეიდან პატრულირებას იწყებს. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როდის დაასრულებენ პატრულირებას დავით გარეჯის ტერიტორიაზე. ამავე დროს, დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტება, პატრულირება გაგრძელდება.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან მათ პირდაპირი შეხება არ ექნებათ.
"ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული ტურისტული ზონაა. ეს არის იქ, სადაც პრობლემა შეიქმნა და არ გვიშვებდნენ. ეს იქნება ჩვენი საპატრულო ტერიტორია, სხვა ტერიტორიაზე ჩვენი ჩართულობისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ქაცარავამ.