გენერალურ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე იმყოფება. ბიწაძე უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.