დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება. აღნიშნული „პალიტრანიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. თუ რა კითხვები აქვთ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მანჯგალაძესთან, ეს მისი გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.