01:12
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოიკითხა
14-01-2021

დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოიკითხა.

როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით. აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, გამოკითხულია არაერთი პირი.

 

AutoPlay
ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი- პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ზოგიერთ ქვეყანას იმაზე 4-ჯერ მეტი ვაქცინა აქვს შეძენილი, ვიდრე რეალურად სჭირდება-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჯო ბაიდენი- ჩვენი მიზანია აშშ-ში ვაქცინაცია ყოველდღიურად 1.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე - შეიძლება, სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები