დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს - Palitra News

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს

2019-07-31 15:30:45+04:00

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს. როგორც მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას თქმით, ერთ-ერთი მთავარი შეთავაზებაა საჯარო შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით სადელიმიტაციო კომისიასთან, ასევე საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ხედვის პრეზენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მათ შეთავაზებებს არ გაითვალისწინებენ, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სამოქალაქო მოძრაობა პატრულირებას, ინფორმაციის საკუთარი არხებით მოპოვებას და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებას კვლავ გააგრძელებს.