დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ - Palitra News

დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი - აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ

2019-09-09 14:03:48+04:00

აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს.

ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება.

ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით, მართალია, ახალი მთავრობა დაინიშნა, თუმცა პოლიტიკოსებისგან დავით გარეჯთან მიმართებით არც ერთი კითხვა არ დასმულა.