„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ამასთან, არხის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის ფუნქცია. მათივე თქმით სამართლიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება როდესაც ტელეკომპანია „რუსთვი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.