დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა,5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალ მისამართზე - ლუბლიანასN 13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა დამზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად. კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგი სგანვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო დ აჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.
კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
● გინეკოლოგია● რეპროდუქტოლოგია● მშობელთა სკოლა● სამეანო განყოფილება● ორსულთა მეთვალყურეობა● ექოსკოპიური გამოკვლევები● ლაბორატორია● ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია
აღსანიშნავია, რომ ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს.
დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა.
თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი - 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.