ექსპერტ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მითი აღმოჩნდა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მისი გადაწყვეტილებაა.როგორც დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ღარიბაშვილის წარდგენა ივანიშვილის მხრიდან, შესაძლოა, იყოს სიგნალი -„ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მოვიყვანე ჩემი ხელი, მინდა ამას იზამს, მინდა - იმას, მინდა, ისევ უკან გავწევ“.