პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება დადგება, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმ შემთხვევაში, თუკი ხარჯებს სახელმწიფო არ დაფარავს. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეიძლება სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობას ხელისუფლება დათანხმდეს, ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, საკითხს პოლიტიკურ ჭრილს მისცემენ თუ ჯანდაცვის.