დავით ჭიჭინაძის თქმით თმენის ვალდებულება თავად დეპუტატებს აქვთ რადგან ასეთ თავჯდომარეს ითმენენ საუბარია ირაკლი კობახიძეზე .დავით ჭიჭინაძე ამ რეპლიკით კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ის „ახალი კონსტიტუციის ავტორობას უბრალოდ იჩემებდა“.-აცხადებს დავით ჭიჭინაძე