ქართული ოცნების ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებს" შეუერთდა. ამის თავად დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მმართველი პარტიიდან ის 18 ივლისს გარიცხეს, მმართველი გუნდი კი 11 სექტემბერს დატოვა.უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიიღეს.უმრავლესობის წევრების განცხადებით, დავით ჭიჭინაძემ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. ამასთან, პარლამენტარმა რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართაც.