პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს, ვინაიდან მსგავსი წარმატებით "ქართულ ოცნებას" დევნა მათ წინააღმდეგ 2012 წელსვე შეეძლო დაეწყო.
როგორც დეპუტატი ამბობს, მამუკა ხაზარაძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ის ჩვეულებრივი მევახშეა.
ამასთან, ჭიჭინაძე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მიერ პოლიტიკური მოძრაობის შექმნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხაზარაძეს პოლიტიკურ ლიდერად ვერ აღიქვამს, რადგან მას პოლიტიკის არანაირი ცოდნა არ გააჩნია.