"ჩემი ეჭვები გამართლდა - მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს" - ასე აფასებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, საინტერესო ის არის, ხალხი რას უჭერს მხარს. ჭიჭინაძე აცხადებს, რომ როდესაც რაღაც საკითხის გატანა ხელების გადაგრეხვით ხდება, არ არის გამორიცხული პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.