პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებას ეკა ბესელიასთან დაკავშირებით "კომკავშირულ გადმონაშთს" უწოდებს. ჭიჭინაძის შეფასებით, ვოლსკისგან ასეთი განცხადებები გასაკვირი არ არის. ვოლსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ბესელია თანამდებობიდან გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას, მოსამართლეების საკითხით აპელირებს. "ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით" - ამბობს გია ვოლსკი