"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით ჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, როგორც ჩანს, განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებასა და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. ბაქრაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება თუკი ხელისუფლებასთან მსჯელობის შედეგად შეამცირებს საარჩევნო ოლქებს.