„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას ეყოლება პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც აღარ იქნება მართული ერთი პოლიტიკური ძალის ან ლიდერის მიერ.აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ წყალტუბოს, ვანის, ხონის და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატის აკაკი ბობოხიძის წარდგენისას განაცხადა.დავით ბაქრაძის თქმით, ზაფხულის სიცხისა და კორონავირუსის მიუხედავად, საზოგადოებაში მაღალი აქტივობაა, რადგან ადამიანებს კარგად ესმით, რომ ოქტომბრის არჩევნები მათი შანსი და შესაძლებლობაა, რათა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.