„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წევრები, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა საარჩევნო კოდექსი, არ ხდება ამგვარი ფაქტების გამოძიება და ერთადერთი რასაც ამგვარი ქმედებებით მიაღწევს ხელისუფლება, არის საკუთარი თავის უკან, წარსულში ჩატოვება.
ბაქრაძის თქმით, როგორი ძალადობრივი კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, ეს მას ვერ უშველის.