„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, სამტრედიის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძე წარუდგინა.
აკაკი ბობოხიძის თქმით, როგორც სამტრედიაში, ისე მთლიან საქართველოში, არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ადამიანებს კი აქვთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი.
დავით ბაქრაძის განცხადებით „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ.