ევროპულმა საქართველომ შუახევის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატად მირზა თურმანიძე წარადგინა. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯების პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. შუახევში პენსია 50 ლარით მოიმატებს.