პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, არ გახსენებია პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მხოლოდ პრობლემების ნაწილი ჩამოთვალა.ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სურათში ლომის წვლილი და წილი აქვს შეტანილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში, თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.