"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. მათივე ინფორმაციით, დავით ბაქრაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენდს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის სექციისა და საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ბაქრაძის განცხადებით, მათთან ისეთ ძირითად თემებზე ისაუბრა, როგორიცაა რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმულ მძიმე და პროვოკაციულ ნაბიჯები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერპექტივა და მხარადჭერა. ამასთან, მისივე თქმით, ბევრი კითხვა იყო ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებითაც.