"ევროპული საქართველოს" ლიდერი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. დავით ბაქრაძესთან საუბარში სოფელ ზინობიანის მოსახლეობა სხვა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ადგილობრივებვი ასევე ამბობენ, რომ სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, ხოლო სარწყავი არხების არარსებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია მოსავლის მოვლა. დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმატით გათვალისწინებული იყოს სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესება.