"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეიარაღებული ძალებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება არის შეურაცხყოფა და შეტევა საქართველოს ყველაზე პატივსაცემ და მხარდაჭერილ სახელმწიფო ინსტიტუტზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი აქვს. მისივე განცხადებით, ქვეყანას არც ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა აქვს, რომ სამომავლოდ ჰქონდეს იარაღის და რეგიონის დაპყრობის პოტენციალი, თუმცა მისივე თქმით ყევლაზე დიდი იარაღი არის ცოდნა და მეცნიერება რაც საქართველოს გააჩნია.