დავით ბაქრაძე მოსახლეობას - "ქართული ოცნებისთვის" თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს - Palitra News

დავით ბაქრაძე მოსახლეობას - "ქართული ოცნებისთვის" თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს

2020-11-08 16:51:38+04:00

მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, რადგან არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ქვეყნის დანგრევის მხარეს,- ამის შესახევ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილისთვის ადამიანები უბრალოდ რიცხვებია, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს.

მან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ ხმებს პატივს სცემს ოპოზიცია და ისინი არ ეძებენ მტრებს, არამედ მოდიან გასაერთიანებლად.