„ევროპული საქართველო“ გმობს ძალადობას და კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან, გამოძიებული და დასჯილი იქნას ყველა, მათ შორის, ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირადად უწევდნენ ორგანიზებას და მონაწილეობდნენ ძალადობაში.
როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ასლან აბაშიძის გზას დაადგა და 31 ოქტომბერს ამ პროცესს წერტილი უნდა დაესვას.