„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება გრძელვადიანი პროცესი იქნება, თუ არ მოიძებნა გამოსავალი და ეს გამოსავალი ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ეკონომოკურ კრიზისს ის საბიუჯეტო ვალდებულებებიც ემატება, რასაც „არჩევნების მოსაგებად მმართველი პარტია „კისრულობს“.