პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის მწვავე წერილს ეხმაურება, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.
დავით ბაქარაძის თქმით წერილი მაინც არ დაიმალება, ვინაიდან წერილს აუცილებლად გაასაჯაროებს თავად ამერიკული მხარე. როგორც ბაქრაძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, თუ კონგრესმენების წერილის დამალვის მცდელობას ექნება ადგილი, ეს ილუსტრირება იქნება იმისა, თუ როგორ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება კრიტიკაზე.