"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა ის რომ ადამიანიები მიდიან უკანონო მიგრაციაში არ არის მათი ბრალი, ეს არის იმ გაჭირვების ბრალი რაც ქვეყნის დატოვებას აიძულებთ და ამაზე სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.