’ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, დავით ყოყოჩაშვილის ვენახში ჩავიდა და გლეხების პრობლემებს. დავით ბაქრაძის ინფორმაციით ადგილობრივები, მასთან საუბარში ამბობენ,რომ ყურძნის ფასი 70 დან 75 თეთრია . ისინი ბანკიდან გამოტანილი სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ ,რადგან ყურძნის შეწამლისთვის და მიწის დამუშავებაში დიდი თანხა იხარჯება. ყურძნის გაყიდვის ფასი ყოველდღიურად იკლებს და გლეხები ზარალდებიან. ასევე პარტიის ლიდერმა გლეხებთან ერთად რთველშიც მიიღო მონაწილეობა.