ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ზეღულეთში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. დავით ბარაძემ მოსახლებასთან სარწყავი წყლის პრობლემაზე ისაუბრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია. ბაქრაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს, რაც სოფელ ზეღულეთის მოსახლეობას აწუხებს და რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.