„ევროპული საქართველო" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს უჭერს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე არნიშნავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს. ამასთან იგი პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის დეპუტატებს კანონპროექტის დროულად განხილვისკენ მოუწოდებს.