"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, შიდაპარტიული პროცესები არ ცვლის საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ. ბაქრაძის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდეს ოპოზიციის საერთო პოზიციონირებასა და ამოცანებზე.