"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზა. როგორც ბაქრაძე აცხადებს, არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მიიღებდნენ. მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა არის ის, თუ რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები და არა "რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებზე და სკამებზე".