ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდნენ - ‘’ევროპული საქართველოს’’ ამ საკანონმდებლო ინიციატივას დავით ბაქრაძე რაიონებში, მოსახლეობას აცნობს. პარტიის ლიდერის განცხადებით, სოფლებში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები, ვენახები და ყანები სოფლიდან მოშორებით აქვთ,სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებიან. „ევროპული საქართველოს’’ ინიციატივით ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ასეთი ტრანსპორტის დაჯარიმება არ უნდა მოხდეს.