ადვოკატი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონს ანა ბაგრატიონზე ფიზიკურად არასდროს უძალადია და აღნიშნული ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას ემსახურება. ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი 2012 წელს განქორწინდნენ, შესაბამისად თარიღზე, რომელზეც საუბარია, რომ დავით ბაგრატიონმა ანა ბაგრატიონს საგურამოს საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმ დროს ერთად საერთოდ არ ცხოვრობდნენ.ადვოკატის თქმით, ანას და დავითს განქორწინების შემდეგ კომუნიკაცია მხოლოდ საერთო შვილის გამო ჰქონდათ. რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ამ ყველაფერთან მიმართებაში დავით ბაგრატიონს უკიდურესად ნეგატიური პოზიცია აქვს და მოუწოდებს ყოფილ მეუღლეს, რომ საკუთარი შვილის მომავალზე იფიქროს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სასამართლო სხდომებზე მისვლას არ აპირებს.