დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა - Palitra News

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

2019-05-07 10:50:11+04:00

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ წუთებში, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

როგორც მისი უფლებადამცველი ლევან მახარაშვილი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.