რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში "ინსტაგრამზე" მოსწავლეების შესახებ შეურაცხმყოფელი და ინტიმური სახის ინფორმაცია გავრცელდა. ბულინგის მსხვერპლნი, ძირითადად, 13-14 წლის მოზარდები არიან. ვიდეოში მოყვანილია ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას აუდიო, "ინსტაგრამზე" მისი ფოტოთი გავრცელებული პოსტი ნახა. მსგავსი შინაარსის პოსტები დაახლოებით, 2 თვის წინაც გავრცელდა "ინსტაგრამზე". სწორედ მაშინაც 13-14 წლის მოზარდები იყვნენ ბულინგის მსვერპლნი. "ინსტაგრამზე" გავრცელებული ინფორმაცია კი, ძირითადად, სექსუალური ხასიათის იყო.