18:21
20 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს" - ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატად წარდგენას აფასებს
16-01-2020

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში ირაკლი შოთაძის გენპროკურორის პოსტზე წარდგენა შეაფასა. სარალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით შოთაძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. სარალიძის შეფასებით ეს ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებაა.


"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!
ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.
ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.
ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს
და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!" - წერს ზაზა სარალიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე

AutoPlay
გერმანიაში მომხდარი თავდასხმების სავარაუდო მოტივი ქსენოფობია და მემარჯვენე ექსტრემიზმია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ექსპერტები ვანო მერაბიშვილში პოლიტიკურ ლიდერს და მიზიდულობის ახალ ცენტრს ვერ ხედავენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს აფასებენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ემუქრება თუ არა ვანო მერაბიშვილს ციხეში დაბრუნება - სამართლებრივი შეფასებები
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ირანისა და რუსეთის მოქალაქეების კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"მეტი ვანო ოპოზიციას" - "ქართული ოცნების" ლიდერები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს აფასებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მახო
17-01-2020
ეჰ ზაზა,გადაგაგდებენ, ეჭვი არ შეგეპაროს.............
აკაკი
16-01-2020
ბ-ნო ზაზა, შეიძლება უღირსმა ადამიანმა ღირსეული ნაბიჯები გადადგას?
გიოგიო
17-01-2020
მდაა! ფული ეს ოხერი ფული! ჯოჯოხეთს ანათებს! პ.ს.ეს ის კაცი არ არის ივანიშვილებს შვილიშვილის დაბადება, რომ მიულოცა?!...
სხვა სიახლეები