გურამიშვილის გამზირის 80 ნომერში მცხოვრებლები მათ მეზობლად მიმდინარე მრავალბინიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ. შპს "ეიმ ბილდინგმა“ ტერიტორია რამდენიმე კვირის წინ შემოღობა. კომპანიას მერიის არქიტეტურული სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით, მშენებლობის დასრულების ვადად 2020 წლის 18 დეკემბერი განესაზღვრა. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა არ მუშაობს, მოსახლეობა ამბობს, რომ ეიმ ბილდინგს მათი ეზოს გავლით სამშენებლო მასალების გადატანის უფლებას არ მისცემენ. არადა სატრანსპორტო დასკნით, კომპანიამ შესასვლელ-გამოსასვლელი სწორედ ამ ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში უნდა მოაწყოსკომენტარისგან თავს იკავებენ შპს ეიმ ბილდინგში. კომპანიაში საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ მშენებლობის ნებართვა აქვთ, თუმცა დეტალებზე განმარტებების გაკეთებას არ აპირებენსამშენებლო სამართლის ექსპერტი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მერიის სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილება. უჩა ზაქაშვილის თქმით, მშენებლობისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის გადაადგილება მოქალაქეების საცხოვრებელი სახლის ეზოში არ უნდა ხდებოდესმოსახლეობა შპს "ეიმ ბილდინგის" წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს და მერიას მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.