არავინ უნდა იყოს პოლიტიკურად დევნილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება, ეს უნდა დავასრულოთ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმა.
როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" აღნიშნა, დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს, თუმცა „ის, რაც საქართველოში მთელი ამ წლების განმავლობაში ხდება, არის ის, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის სჯის იმას, ვინც მისი ოპონენტია“.