რობოტები თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, შესაბამისად მეცნიერები და ინჟინრები მუდმივად ცდილობენ მათი დიზაინისა და ფუნქციების დახვეწას. კარლი ეს არის ახალი ტიპის რობოტი, რომელიც სახლის ინტერიერს ერგება და არ აქვს რობოტისთის დამახასიათებელი გარეგნობა, როგორიცაა თვალები, მექანიკური ხელბი და შემაწუხებელი ხმაური. როორც ამბობენ, კარლი არ არის მხოლოდ რობოტი, ის ეხმარება ადამიანებს კომფორტის შექმნაში და ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე. შინაური რობოტი იცავს სახლს. ის აღჭურვილია უამრავი სენსორით, რაც მას საშუალებას აძლევს ადამიანივით ესმოდეს, ქონდეს ყნოსვის შეგრძნება და ხედავდეს. ის მყისიერად აღიქვამს ცვლილებას ჰაერში, გრძნობს გაზის გაჟონვას და აღიქვამს სხვადასხვა სუნს ჰაერში. გარდა ამისა, ის ზომავს ხმის დეციბელებს და ადგენს ხმაურის დონეს. როდესაც თქვენ სახლიდან გადიხართ, კარლი პატრულირებს სახლში და თუ რამე უცნაურს შენიშნავს, მაგალითად ხანძრას, წყლის გაჟონვას მილიდან ან სახლის გაქურდვის მცდელობას, დაუყოვნებლივ გაგებინებთ თქვენ. მისი შემქმნელების თქმით, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სახლისთვის თვალ-ყურის დევნა და დამხამრე რობოტის დისტანციურად მართვა. რობოტი გორგოლაჭებზე მოძრაობს და მისი გაკონტროლება შესაძლებელია სმარტფონის მეშვეობით. კარლი კომპანია Design 3- ის მიერ შეიქმნა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, რობოტი გორგოლაჭებზე მოძრაობს, რაც მას მარტივად გადაადგილებისა და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს. როგორც ამბობენ, მას აქვს მეგობრული დიზაინი, რაც მყუდროების შეგრძნებას ქმნის. სხვა რობოტებისგან განსხვავებით ის ავეჯის მსგავსად ნაჭრით არის დაფარული.